თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე განაცხადისა და რეზიუმეს გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები კანდიდატის შეფასებისა და ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ასევე, თანახმა ხართ, რომ თქვენი რეზიუმე და მასში მოცემული ინფორმაცია კომპანიამ განიხილოს სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებთან მიმართებითაც.

კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატების შეფასებას არადისკრიმინაციული პრინციპების დაცვით, მათ შორის სქესის, ასაკის, რასის, ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, სოციალური სტატუსის ან სხვა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე, და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე