NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.
ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!
ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com
კომპანია NEXT აცხადებს ვაკანსიას MEP ინჟინერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- MEP სისტემების (HVAC, Plumbing, Fire Fighting, Electrical) პროექტების კოორდინაცია
- საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური განხილვა და შეფასება
- MEP კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა
- სამუშაოების დაგეგმვა, მონიტორინგი და ვადების კონტროლი
- ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების კოორდინაცია
- ტექნიკური შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა
- Shop Drawing-ების, Material Submittal-ებისა და Method Statement-ების განხილვა
- BOQ-ის, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური ანგარიშების მომზადება
- სამშენებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა
- პროექტის პროგრესისა და შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის, ელექტრო ინჟინერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
- MEP სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- HVAC, Plumbing, Fire Fighting და Electrical სისტემების კარგი ცოდნა;
- AutoCAD-ის კარგი ცოდნა;
- Revit MEP-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (წერა და საუბარი);
- სამშენებლო სტანდარტებისა და კოდების ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.
- სასურველი გამოცდილება მრავალფუნქციურ, საცხოვრებელ, სასტუმრო ან კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
- პროექტის მართვის გამოცდილება.
გისურვებთ წარმატებას!