After Sales Manager
05-11-2026 - 25-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.

 

ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.

თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!

ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com  

კომპანია NEXT აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. 

მოვალეობები:

  • კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
  • გაყიდვის შემდგომ (After-Sales) პროცესებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, მათ შორის გადახდების, ჩარიცხვებისა და ადმინისტრაციული პროცედურების კოორდინაცია;
  • კლიენტებისთვის პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროული და ამომწურავი მიწოდება;
  • კლიენტების მოთხოვნების, კითხვებისა და საჭიროებების დროული დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
  • გადახდის ვადაგადაცილებების მონიტორინგი, დავალიანებების შემცირებასა და ამოღებაზე მუშაობა;
  • გაყიდული ბინების პროგრამული რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
  • არსებული კლიენტებისთვის დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება (ჯვარედინი გაყიდვები), მათ შორის სარემონტო მომსახურების მიმართულებით.

მოთხოვნები :

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
  • მომხმარებელზე და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა.

მოთხოვნები :

  • თურქული ენის სრულყოფილი ცოდნა — სავალდებულო;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
  • მომხმარებელზე და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა.

გირუვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!