ჩვენ შესახებ:
NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.
ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!
ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com
NEXT აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ ხარ ორგანიზებული, კომუნიკაბელური და გიყვარს პროცესების მართვა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
სამუშაო გრაფიკი:
• 5/2 (ორშაბათი – პარასკევი)
• სამუშაო საათები 10:00 - 19:00
ძირითადი მოვალეობები:
• ოფისში სტუმრების მიღება, დახვედრა და შესაბამის თანამშრომლებთან გადამისამართება
• შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია
• ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა
• დოკუმენტაციის მოწესრიგება და ორგანიზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• საოფისე პროგრამების ცოდნა (მაგ. Microsoft Office)
• ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
გისურვებთ წარმატებას!