ჩვენ შესახებ:
NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.
ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!
ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com
კომპანია NEXT აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და დისციპლინირებული, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში
ძირითადი მოვალეობები:
- ცხელი და ცივი სასმელების მომზადება სტანდარტების შესაბამისად
- სტუმრების პროფესიონალური, თავაზიანი და მეგობრული მომსახურება
- სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა
- პროდუქციის მარაგების კონტროლი და დროული შევსება
- კვებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა
- გუნდში მუშაობის უნარი
- სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- მეგობრულ გუნდს
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
გისურვებთ წარმატებას!