ტექნიკური მენეჯერი
15-06-2026 - 01-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ შესახებ:

NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.

ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.

თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!

ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com 

კომპანია Next აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის  პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კონსტრუქციული პროექტების ანალიზი და ტექნიკური შეფასება;

  • სამშენებლო პროცესის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;

  • ტექნოლოგიური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის კოორდინაცია;

  • ფარული სამუშაოების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

  • სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციული ელემენტების შეფასება;

  • ზედამხედველების მართვა და ნახაზების შესაბამისად სამუშაოების კონტროლი;

  • კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;

  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მშენებელ-ინჟინრის პოზიციაზე;

  • AutoCAD-ის ცოდნა;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!