Project Manager
12-08-2026 - 31-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.

 

ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.

თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!

ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com  

კომპანია NEXT აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • პროექტის სრული ციკლის მართვა - დაგეგმვიდან პროექტის დასრულებამდე;
  • პროექტის მიზნების, ვადების, ბიუჯეტისა და ძირითადი ამოცანების განსაზღვრა და კონტროლი;
  • პროექტის სამუშაო გეგმისა და გრაფიკის მომზადება, განახლება და შესრულების მონიტორინგი;
  • პროექტში ჩართული ყველა მხარის კოორდინაცია - დამკვეთი, დიზაინერები, ინჟინრები, კონტრაქტორები, ქვეკონტრაქტორები, მომწოდებლები და სხვა მონაწილეები;
  • არქიტექტურული, კონსტრუქციული, MEP და სხვა საპროექტო მიმართულებების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი პროექტის დოკუმენტაციისა და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად;
  • სამუშაოების პროგრესის მონიტორინგი და დაგეგმილ პროგრესთან შედარება;
  • პროექტის ბიუჯეტის, ხარჯებისა და ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი;
  • BOQ-ის, კონტრაქტების, შესრულებული სამუშაოების, გადახდებისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი;
  • კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის მონიტორინგი;
  • პროექტის ფარგლებში წარმოშობილი ტექნიკური, ორგანიზაციული და კომერციული საკითხების იდენტიფიცირება და დროული გადაწყვეტის კოორდინაცია;
  • პროექტის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა;
  • ცვლილებების (Variations / Change Orders) კონტროლი და მათი გავლენის შეფასება ვადებსა და ბიუჯეტზე;
  • პროექტის დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და სტატუს-რეპორტების მომზადებისა და წარმოების ორგანიზება;
  • რეგულარული საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების შედეგების კონტროლი;
  • პროექტის მონაწილეებს შორის ინფორმაციის ეფექტური გაცვლის უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო პროცესის ხარისხის, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის კონტროლის კოორდინაცია;
  • პროექტის ნებართვებთან, შესაბამის უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
  • პროექტის ეტაპების დროულად და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დასრულების უზრუნველყოფა;
  • პროექტის მენეჯმენტთან/დირექციასთან პროექტის მიმდინარეობის, პრობლემებისა და ძირითადი რისკების შესახებ რეგულარული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში(სამშენებლო ინჟინერია/არქიტექტურა/ინტერიერის დიზაინი);
  • სამშენებლო/დეველოპერულ პროექტებში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი ორგანიზაციული, საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
  • პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!