NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.
ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!
ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com
კომპანია NEXT აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის (აღრიცხვის ოპერატორის) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში არსებული მასალებისა და ინვენტარის მიღება, გაცემა და აღრიცხვა;
- შემოსული და გასული მასალების დოკუმენტაციის წარმოება;
- სასაწყობე ნაშთების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
- საწყობის მონაცემების პროგრამაში ასახვა და განახლება;
- სამშენებლო ობიექტებთან და შესაბამის განყოფილებებთან კოორდინაცია;
- სასაწყობე დოკუმენტაციის სიზუსტისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);
- რომელიმე სასაწყობე პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
- აღრიცხვისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
გისურვებთ წარმატებას!