ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
15-09-2026 - 30-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ შესახებ:

NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.

ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.

თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!

ჩვენი ვებ-გვერდი: https://next-property.com/ 

კომპანია Next აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სასაქონლო მარაგების მიღების, განთავსების, გადაადგილებისა და ჩამოწერის კონტროლი;
  • სასაქონლო ნაშთების სისტემატური მონიტორინგი და ფაქტობრივ მონაცემებთან შედარება;
  • პერიოდული და საჭიროების შემთხვევაში შერჩევითი ინვენტარიზაციების განხორციელება;
  • ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის, ზედმეტობისა და სხვა გადახრების იდენტიფიცირება და ანალიზი;
  • საწყობის, შესყიდვების, გაყიდვებისა და ბუღალტრული მონაცემების ურთიერთშედარება;
  • პროდუქციის თვითღირებულებისა და ხარჯების კონტროლი;
  • ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და შესრულების მონიტორინგი;
  • ფაქტობრივი ხარჯების დაგეგმილ/დამტკიცებულ ხარჯებთან შედარება;
  • ხარჯების გადაჭარბების მიზეზების გამოვლენა და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • პირველადი დოკუმენტაციის, ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების კონტროლი;
  • პროდუქციისა და მასალების ჩამოწერის საფუძვლების გადამოწმება;
  • მარაგებისა და ხარჯების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და ანალიზის მომზადება;
  • გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
  • მარაგების დანაკარგებისა და არაეფექტური ხარჯების შემცირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპანიის შიდა კონტროლის პროცედურებისა და ფინანსური წესების დაცვაზე მონიტორინგი;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა, პოზიციის ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობის შესრულება.
  •  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასაქონლო და ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ხარჯთაღრიცხვისა და ფინანსური მონაცემების ანალიზის უნარი;
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!