ჩვენ შესახებ:
NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.
ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!
ჩვენი ვებ-გვერდი: https://next-property.com/
კომპანია Next აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
- საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, ქონების გადასახადი) მომზადება და წარდგენა rs.ge-ზე, საგადასახადო ვალდებულებების მონიტორინგი;
- მთავარი ბუღალტრის დავალებების შესრულება და ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში დახმარება;
- საანგარიშო პერიოდის ფინანსური დახურვის უზრუნველყოფა;
- პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, აქტები, ხელშეკრულებები) მიღება, შემოწმება და დროული ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- წარმოების პროცესის ბუღალტრული აღრიცხვა;
- ფინანსური და საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
- ბუღალტრული პროცესების გაუმჯობესება და სტანდარტული პროცედურების შემუშავება;
- აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვა გარე პირებთან კომუნიკაცია საბუღალტრო საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური ანგარიშების აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- სააღრიცხვო პროგრამის ORIS ან/და FMG ცოდნა;
- Excel-ის კარგი ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და ორგანიზებული მუშაობის უნარი;
- ACCA კურსდამთავრებულს ან/და სტუდენტს მიენიჭება უპირატესობა.
გისურვებთ წარმატებას!