NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.
ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!
ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com
კომპანია NEXT აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ინტერიერის დიზაინერის (კონსულტანტის) მიერ მომზადებული დიზაინ პაკეტის გაცნობა და მათი სიღრმისეული ანალიზი;
- დიზაინის ასპექტების კოორდინაცია სხვა დისციპლინებთან მიმართებაში
- კლიენტის/დამკვეთის საჭიროებებისა და სურვილების განსაზღვრა და დიზაინის გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- კონსულტანტებთან და კლიენტებთან შეხვედრებში მონაწილეობა ახალი მშენებლობების, ცვლილებების ან რემონტის დიზაინის მოთხოვნების განსახილველად;
- პროექტებისთვის ტექნიკური გადაწყვეტილებების მოძიება და მათზე მორგებული ოპტიმალური ვარიანტების შემოთავაზება;
- პროექტებისთვის შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და ტექნიკური დავალების მომზადება;
- თანამშრომლობა სამშენებლო/საინჟინრო გუნდთან, კონტრაქტორებთან და სხვა სპეციალისტებთან პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით;
- ენერგოეფექტური და პრაქტიკული ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
- საჭიროების შემთხვევაში საიტ-ვიზიტების დაგეგმვა და ობიექტზე წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების აღმოჩენა, გადაჭრა;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება (ბიუჯეტირება, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური აღწერების/Data Sheet-ების ანალიზი);
- საჭიროების შემთხვევაში ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შემუშავება და პროექტირება; მათ შორის კონცეპტუალური ესკიზებისა და დიზაინის ანგარიშების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში არქიტექტურული ნახაზებისა და ვიზუალიზაციების მომზადება (3D, SketchUp, AutoCAD და სხვ.);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურაში
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
- AutoCAD, Revit (BIM), Photoshop, InDesign პროგრამების ცოდნა;
გისურვებთ წარმატებას!