დიასახლისი
14-09-2026 - 30-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ შესახებ:

NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.

ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.

თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!

ჩვენი ვებ-გვერდი: https://next-property.com 

კომპანია NEXT აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და დისციპლინირებული, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში

სამუშაო პირობები:

  • ცვლიანი გრაფიკი
  • სტაბილური სამუშაო გარემო
  • განვითარების შესაძლებლობა
  • მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს ნომრების დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება.
  • საერთო სივრცეების მოწესრიგება
  • ჰიგიენური სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უნარი
  • გუნდში მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს
  • მეგობრულ გუნდს და განვითარების შესაძლებლობას

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!