შესყიდვების სპეციალისტი
23-06-2026 - 12-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ შესახებ:

NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.

ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.

თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!

ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com  

კომპანია NEXT აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტი პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
• სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის შესყიდვის პროცესის მართვა;
• მომწოდებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
• საუკეთესო ფასისა და ხარისხის პირობებით შესყიდვების განხორციელება;
• ბაზარზე ფასებისა და შეთავაზებების მონიტორინგი;
• შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
• მომწოდებლებთან ხელშეკრულებების შეთანხმება და კონტროლი;
• სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია შესყიდვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.


მოთხოვნები:
• სამშენებლო შესყიდვების ან მომარაგების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
• სამშენებლო მასალებისა და ბაზრის ცოდნა;
• MS Office-ის ცოდნა;

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!