ქოლ-ცენტრის ოპერატორი
08-07-2026 - 31-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ შესახებ:

NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.

ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.

თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!

ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com 

კომპანია NEXT აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!

სამუშაო პირობები:

  • ცვლიანი გრაფიკი
  • განვითარების შესაძლებლობა
  • მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება
  • მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა
  • მომხმარებელთა საჩივრებისა და პრობლემების ეფექტური მართვა
  • მონაცემების სისტემაში დროული და ზუსტი ასახვა
  • მომსახურების ხარისხისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • გუნდური მუშაობა
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს
  • მეგობრულ გუნდსა და განვითარების შესაძლებლობას

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!