ადმინისტრატორი
08-07-2026 - 31-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ შესახებ:

NEXT-ი საერთაშორისო დეველოპერული ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიასა და ესპანეთში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს (მათ შორის, Radisson Hotel Group-სა და Wyndham Hotels and Resorts-თან პარტნიორობით), შერეული დანიშნულების კომპლექსებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. დღეისათვის კომპანია ოპერირებს სამ კონტინენტზე, ხუთ ქალაქში და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.

ჩვენს 500-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს ინოვაციური ხედვა და მომავლის ქალაქების შექმნის ამბიცია აერთიანებს. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს წვდომას გლობალურ მასშტაბზე და მუდმივ განვითარებას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.

თუ ეძებ გარემოს, სადაც შემოქმედებითი აზროვნება და პროფესიონალიზმი თანაბარად მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ამბიცია - მამოძრავებელი ძალა, მაშინ შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი წარმატების ნაწილი!

ჩვენი ვებ-გვერდი: www.next-property.com 

კომპანია NEXT აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში.

სამუშაო გრაფიკი:
• ცვლიანი სამუშაო რეჟიმი
• დღის და ღამის ცვლები

ძირითადი მოვალეობები:
• სტუმრების მიღება და გაცილების პროცესის მართვა
• სტუმრების რეგისტრაცია შესაბამის სისტემაში და ფინანსური ოპერაციების შესრულება
• შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის გაცემა
• თანხის კონტროლი და ანგარიშგება
• სტუმრების დახმარება საჭიროების შემთხვევაში
• ტექნიკურ დეპარტამენტთან კოორდინაცია საჭიროების დროს
• ფრონტ-ოფის მენეჯერის დავალებების შესრულება
• პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• კომუნიკაციის და მომსახურების უნარები
• ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ
• კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ სამუშაო გარემოს
• მეგობრულ და პროფესიონალ გუნდს
• განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!